ზუგდიდი — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია კოლხეთის ვაკის კერძოდ,ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშიას ნაპირას, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1967 წელს. მოსახლეობა 69 000 ათასი.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEheW_j3Y0UAIS_K8tZqMLEUPffAOXGoySo90zCi-wJkWbLG6pu7OSRv14VvpNy7gSYaa49V4j_T5YExJhzth0aq3BjKCjt3wycxVuoGN4wGn7mc8QyFdEH1QX4Tz6W8lO99KAs6wxNGgr4/s640/2.jpg)
კლიმატი
ზუგდიდის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურაა +13.8 გრადუსი,
იანვრის საშუალო ტემპერატურა +4.9 გრადუსი, აგვისტოს – +25.7 გრადუსი. წელიწადში საშუალოდ მოდის 1620 მმ ნალექი, აქედან მაქსიმუმი – სექტემბერში (165), ხოლო მინიმუნი იანვარში (107 მმ).
ეკონომიკა
ქალაქში არის რკინიგზის სადგური თბილისი-ჯვარის მონაკვეთზე, მნიშვნელოვანი გზებია: ზუგდიდი - მესტია,ზუგდიდი - ჩხოროწყუ, ზუგდიდი-ანაკლია. ზუგდიდში არის მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოები:
ქაღალდის კომბინატი, ფაიფურის ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (ზუგდიდის დრამატული თეატრი, ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი)
ზუგდიდის სოფლები
სამეგრელოში ძალიან ლამაზი და მდიდარი სოფლებია:
ურთა,აბასთუმანი,ხეცერა,ანაკლია,ახალი აბასთუმანი, ახალკახათი,ახალსოფელი,ბაღმარანი,ბაში,მუხური,გრიგოლიში,დარჩელი,
დიდი ნეძი,ერგეტა,ზედა ეწერი, ინგირი, კახათი, კიროვი, კოკი,კორცხელი,მენჯი,ნარაზენი,ნაცატუ,ნაწულუკუ, ოდიში,ოირემე,ორსანტია,ორულუ ,ოქტომბერი,რიყე ,რუხი,
საბეჭვაიო,უჩაშონა,ფალაზონი, ყულიშკარი,შამგონა,ჩხორია,ცაიში,
ცაცხვი,ჭაქვინჯი,ჭითაწყარი,ჭკადუაში,ხურჩა,ჯიხაშკარი ,ჯუმი