საქართველოს მდიდარი ჰიდროელექტრორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად დიდმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო.ამ მიზნით მან თავისი შვილიც კი გამოიწვია პეტერბურგიდან საქართველოს მდინარეებზე პროფესიული ანალიზის ჩასატარებლად საბოლოოდ ყურადღება ენგურზე შეაჩერეს და მისი შესწავლა გადაწყვიტეს.
ნიკო ნიკოლაძის მიერ მოწვეულმა ცნობილმა პეტერბურგელმა ინჟინრებმა ფიოდორ როპმა და ბორის ბახმეტევმა მისი რჩევით ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად ენგური აირჩიეს. 1960 წელს "ჰიდროპროექტმა"დაამუშავა მდინარე ენგურის ენერგეტიკული მიზნებისათვის გამოყენების სქემა. ეგნურჰესის კასკადის მშენებლობა სწორედ ამ სქემის მიხედვით დაიწყო. საბოლოოდ ენგურჰესის მთლიანი პროექტი შეიქმნა 1965–1970–იან წლებში, მშენებლობა კი 1961 წელს დაიწყო.
ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.
მნახველზე გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ადენს თაღოვანი კაშხალი,რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრია, განივი სიგძე 728. კაშხალს ცის თაღის ფორმა აქვს და რკალივითაა მოხრილი. მის ფორმას ინჟინრებმა ორთღოვანი მრუდი უწოდეს, ვინაიდან სფეროს ამოზნექილი ნაწილი ზევით წყალსაცავისკენაა მიმსართული, ხოლო ფსკერი და მხრები კედლებს ებჯინება.საყრდენი ნაწილი უნაგირის ფორმისაა და თღოვანი კაშხლისაფან პერიმეტრული ნაკერითაა გამოყოფილი. უნაგირის სიმაღლე ფერდობიდან 15–20 მეტრია, ხეობის ქვემო წელში 60 მეტრი.