სამეგრელო
სამეგრელო (მეგრ। სამარგალო) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან, XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს მეგრელებით დასახლებულ ტერიტორიას მდინარე ფსირცხასა და ცხენისწყალს შორის. მისი დედაქალაქია ზუგდიდი.
მეგრელები ეროვნებით ქართველები არიან. ისტორიულ წარსულში ეთნოგრაფიულ სამეგრელოში შედიოდნენ მეგრელების მონათესავე ტომი ჭან-ლაზები, რომლებიც მეგრელებთან ერთად დღესაც მეტყველებენ მეგრულ-ჭანურ ან ზანურ ენაზე.
მეგრული ენა, როგორც ცნობილია, ეკუთვნის ქართველურ ენათა ჯგუფს და მეგრელების მშობლიური და სამწერლობო ენაც ქართულია, რომელმაც ხელი შეუ+32;ყო სამგერელოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრების დაწინაურებას। დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ზუგდიდის, ფოთის, აბაშის,მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონების ტერიტორიას।